logo
ENG



კობახიძე EU-ს კანდიდატის სტატუსზე: ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას

23 მაი 202211:12
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე EU-ს კანდიდატის სტატუსზე: ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმით უსწრებს.

კობახიძის თქმით, საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს ის, "ვისაც საქართველოში არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა სურს".

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ", - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა