logo
ENG



კობახიძის თქმით, გვარამია ინსტიტუტზე ბილწისტყვაობს, ამიტომ ზურაბიშვილმა არ უნდა შეიწყალოს

17 მაი 202211:54
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობს, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა ის არ უნდა შეიწყალოს.

მისი თქმით, თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, "გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს".

"გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ პირდაპირ ბილწსიტყვაობით და როდესაც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც უბრალოდ მოქალაქისთვის, ამის ნიშანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგვეშვლება სახელმწიფო ინსტიტუტები. ის, ვინც ბილწისტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება გახდეს შეწყალების საგანი", - თქვა კობახიძემ.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა