logo
ENG



კოვზანაძე:ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არ გვექნება

09 ივნ 202011:00
3 წუთის საკითხავი
 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა -4% იქნება. როგორც კოვზანაძე განმარტავს, მთავრობა ამ წელს მთლიანი შდა პროდუქტის გაზრდას 4.5%-ით გეგმავდა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო, ქვეყანაში წელს ეკონომიკური რდა არ იქნება.

„ეს გახლავთ ახალი ბიუჯეტი, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის შეცვლილი, ბიუჯეტის დეფიციტი ნაცვლად 2.5 %-ისა, რომელიც ჩადებული გვქონდა 2020 წლის თავდაპირველ ვერსიაში, დღეს იქნება 8.5%. ჩვენ ვგეგმავდით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 4.5%-ით, საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, აქედან გამომდინარე ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, ქვეყანა იქნება რეცესიაში და 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნება -4%“,-აცხადებს კოვზანაძე.

 


close დახურვა