საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51%-ს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირი მიაჩნია, 47%-ს კი - ამერიკის შეერთებული შტატები.
კვლევის მიხედვით, ევროკავშირისა და აშშ-ის შემდეგ არიან უკრაინა (24%) და თურქეთი (16%), მეხუთე ადგილს კი აზერბაიჯანი იკავებს (14%).
- დიდი ბრიტანეთი - 11%
- რუსეთი - 7%
- სომხეთი - 6%
- ჩინეთი- 3%
7%-ს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის არცერთი ქვეყანა არ არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, 5%-ს კი პასუხი არ აქვს/არ იცის.
ამავე კვლევით გამოკითხულთა 89% ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს.
რაც შეეხება კითხვას - რომელი ქვეყანაა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი, პროცენტები ასე გადანაწილდა:
- ევროკავშირი - 48%
- აშშ - 43%
- თურქეთი 28%
- უკრაინა - 19%
- აზერბაიჯანი - 18%
მოსახლეობის 80% ამ შემთხვევაშიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.