logo
ENG



კოვიდით კიდევ 74 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 2210 ახალი შემთხვევა

05 სექ 202110:34
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით საქართველოში ბოლო 24 საათში კიდევ 74 პაციენტი  გარდაიცვალა. სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 2210 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 28 025 ტესტი - 12 762 PCR კვლევით, 15 263 ანტიგენის სწრაფი ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური მაჩვენებელია 7,89%, ბოლო 14 დღის - 9,27%, ბოლო 7 დღის კი 8,33%.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს სულ 7806 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 564 837-ია.

საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონებში შემდეგნაირია:

  • თბილისი - 865 შემთხვევა
  • აჭარა - 223
  • იმერეთი - 336
  • ქვემო ქართლი - 143
  • შიდა ქართლი - 99
  • გურია - 54
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164
  • კახეთი - 225
  • მცხეთა-მთიანეთი - 30
  • სამცხე-ჯავახეთი - 48
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

საქართველოში სულ ჩატარებულია 1 314 104 აცრა - ამ რაოდენობაში შედის როგორც ორჯერადად, ისე ერთჯერადად აცრილთა მონაცემები. 

გუშინ, 4 სექტემბერს ქვეყანაში 22 733 აცრა ჩატარდა.

 


close დახურვა