logo
ENG



კოვიდით 79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4778 ახალი შემთხვევა

31 აგვ 202110:48
3 წუთის საკითხავი
 

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4778 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამასთან, გარდაიცვალა 79 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,92%.

ამ ეტაპისთვის ქვეყანაში კოვიდის 49 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. 

ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 605 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 136 PCR ტესტით. ამასთან, ჩატარდა 25 ათასზე მეტი აცრა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა - 423, იმერეთი - 608, ქვემო ქართლი - 244, შიდა ქართლი - 364, გურია - 146, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 405, კახეთი - 438, მცხეთა-მთიანეთი - 159, სამცხე-ჯავახეთი - 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.


close დახურვა