logo
ENG



კოვიდის საფრთხის გამო სომხეთში პოლიციელები ქუჩაში გამვლელ მანქანებს ამოწმებენ

02 ივნ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

სომხეთის პრემიერ მინისტრმა სახელმწიფო სტრუქტურებს საკარანტინერეგულაციების მკაცრი გაკონტროლება დაავალა. ეს გადაწყვეტილება ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა რეკორდულად მოიმატა.

დედაქალაქში მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები, სამართალდამცველები ქუჩაში გამვლელ მანქანებს ამოწმებენ. შესაბამისი ბრძანება პრემიერმა ნიკოლ fაშინიანმა მას შემდეგ გასცა, რაც სათამაშო მოედნებზე ბავშთა დაცვის საერთშორისო დღე მასობრივი შეკრებებით აღნიშნეს. ერთ-ერთი ვიდეო მასალა თავად პრემიერმა გამოაქვეყნა და უშიშროების სამსახურს მომხდარის შესწავლა დაავალა.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 19 ადამიანი დაიღუპა. დადასტურდა დაინფიცირების 517 ახალი შემთხვევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარით ამუშავებენ სუპერმარკეტებს, საავადმყოფოებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს. 


close დახურვა