logo
ENG



კოვიდ19-ის ვაქცინები რომ გაჩნდება, ნეტავ მას ეყოს, ვისაც აცრის სურვილი ექნება - იმნაძე

08 ივნ 202014:18
3 წუთის საკითხავი
 
oinx3yqpd55mcf6.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინის შექნის შემთხვევაში, ის მსოფლიოს მოსახლეობას ეყოფა. 

ამასთან, იმნაძე იმ სკეპტიკოსებსაც გამოეხმაურა, რომლებსაც ვაქცინის არ სწამთ და ასევე, მოსახლეობის დაჩიპვაზე საუბრობენ. სპეციალისტი იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინის მიღება იმ მოქალაქეებმა მაინც შეძლონ, ვისაც ამის სურვილი ექნება. 

"დიდი იმედი მაქვს, ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც სურვილი ექნება, აიცრას. ძალიან ბევრს ექნება სურვილი და ნეტავ მათ ეყოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე. ვაქცინა რომ იქნება, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ მალე დაამზადონ ვაქცინები. ნეტავ მას ეყოს ვაქცინა, ვისაც აცრის სურვილი ექნება", - განაცხადა იმნაძემ. 


close დახურვა