logo
ENG



კოვიდ 19-ით დაავადებული ქართველი მღვდელი და სტიქაროსანი - ჩრდ.ამერიკის ეპარქიამ ტაძრები დახურა

25 მარ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაავადებული ქართველი მღვდელი და სტიქაროსანი - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიამ პანდემიის გამო ტაძრები დახურა. სამების საკათედრო ტაძარში პრევენციული ზომების სახით იატაკზე სტიკერებს აკრავენ, ადგილების მონიშვნა ხდება ეზოშიც, ამით ეკლესია მომდევნო წირვებისა და აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება. 

დაინფიცირების საფრთხის, მსოფლიო პრაქტიკისა და კანონით დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დღეს საპატრიარქომ კიდევ ერთი რადიკალური განცხადება გააკეთა და საზოგადოების მოთხოვნას ზიარების წესის შეცვლის შესახებ ასე უპასუხა - „ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე ვინც უარს ამბობს, უარს ამბობს მაცხოვარზე“. ამ ფონზე კი სულ უფრო იზრდება იმ სასულიერო პირების რიცხვი, ვინც მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

განცხადების გამოქვეყნებამდე საპატრიარქოში სასულიერო პირები შეხვედრებს მართავდნენ. დახურულ კარს მიღმა განხილული თემების შესახებ არავინ საუბრობს, თუმცა ფორმულას ინფორმაციით სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაა. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ვირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად ეკლესიები მრევლისთვის დროებით უნდა დაიკეტოს, ნაწილი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

სამების საკათედრო ტაძარში დილიდან ხაზავენ სპეციალურ ადგილებს მრევლისთვის და აღდგომის ღამის თევისთვის ემზადებიან. წრეებს შორის მანძილი 2 მეტრია. მრევლის ადგილი მოინიშნა სამების ეზოშიც. მსგავსი ფორმით რეკომენდაციების დაცვას ცდილობენ ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში. 

მრევლს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სახლში დარჩენას ურჩევს მღვდელი გიორგი წეროძე. მსგავსი პოზიცია აქვთ უცხოეთში საქართველოს ეპარქიებში მყოფი სასულიერო პირების ნაწილს.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. ისინი ხელისუფლებას შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებენ. მათი პოზიციით თავშეყრის აკრძალვა რელიგიურ რიტუალებსაც უნდა შეეხოს. 

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის აფეთქებას სწორედ იმ პერიოდში ელოდებიან, როცა ეკლესია აღდგომისთვის ემზადება. მათთვის სინოდის მიერ დაწესებული რეკომენდაციები არასაკმარისია და ეკლესიას მეტ პასუხისმგებლობას სთხოვენ.


close დახურვა