logo
ENG



კოვიდ 19-ის მსხვერპლის რაოდენობამ ესპანეთში რეკორდულად მოიმატა

21 მარ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 
fg3euylrdw4zuqq.jpg

კოვიდ 19-ის მსხვერპლის რაოდენობამ ერთ დღეში რეკორდულად მოიმატა ესპანეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ვირუსის შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში 324 ადამიანი გარდაიცვალა. ბირუსით  დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1326-ია.

იტალიამ მოსახლეობისთვის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გასაკონტროლებლად არმიის ქვედანაყოფები განალაგა. ქვეყანა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ერთ დღეში მსხვერპლი 627 ით გაიზარდა და ამ დროისთის გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 ათს 32-ს შეადგენს.

ახალი მსხვერპლის შესახებ ავრცელებს მონაცემებს საფრანგეთიც, სადაც კოვიდ 19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 450-ამდე გაიზარდა, აქედან 78 ერთ დღეში დაიღუპა. 20 პროცენტითაა გაზრდილი დაინფიცირების შემთხვევები გერმანიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში 2 ათას 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

საგანგებო რეჟიმისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთიც.  მთელი ქვეყნის მასშტაბით  დაიხურულია სკოლები, კაფე-ბარები და კინო-თეატრები.

 


close დახურვა