logo
ENG



კომპანია სერპანტინის გაზრდილი ბრუნვა 2012 წლის შემდეგ და მისი კავშირები ღარიბაშვილთან

17 თებ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ბოლო წლებში ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრის, გიორგი ზედელაშვილის ოჯახის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავალი დათვალა. კომპანია „სერპანტინი" კახეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერების თითქმის ყველა შემთვევაში იმარჯვებს.

გიორგი ზედელაშვილი 2017 წლის ბოლომდე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ზედელაშვილი იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე გახდა.

"საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით,  2013 წელს "სერპანტინის" ბრუნვები, 2012 წელთან შედარებით, 70%-ით გაიზარდა.

ზედელაშვილის ოჯახის სახელზე 2017 წლიდან კიდევ ერთი კომპანია ჩნდება, „მშენებელი 2019“ , რომელიც სერპანტინტან ერთად იღებს ტენდერებში მონაწილეობას და ერთი პირის ორი კომპანია ხშირად ერთმანეთის კონკურენტები არიან. 

კომპანია "სერპანტინი" 69%-იანი წილის მფლობელი გიორგი ზედელაშვილის დედა, თამარ ჯანყარაშვილია. 31%-იან წილს კი, ნუგზარ ხუცაიძე ფლობს, რომელმაც მმართველ პარტიას 2016 წელს 50,000 ლარი შესწირა.

ბიზნესების კლანურად გადანაწილებას გამორიცხავენ ხელისუფლებაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ღარიბაშვილი-თამაზაშვილი-ჯანყარაშვილის ანუ "კახური კლანი" არ არსებობს.

 

 


close დახურვა