logo
ENG



კომპენსაცია ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

27 ივნ 202420:29
3 წუთის საკითხავი
 

გაეროს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე. ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბავშვები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, სასტიკი მოპყრობისგან. საჩივრით კომიტეტს 57 აღსაზრდელის სახელით არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიმართა. გაერო მოითხოვს, ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებისთვის ადეკვატურ კომპენსაციას, რეაბილიტაციას, საჯარო ბოდიშის მოხდას და პასუხისმგებელი პირების მიმართ დამოუკიდებელი გამოძიების წარმოებასა და მათ დევნას.

 

close დახურვა