logo
ENG



კომპრომისი ამერიკულ ბიზნესთან - ელჩთან შეხვედრის შემდეგ მთავრობა ფრონტერას მწვანე შუქს უნთებს

23 ივნ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ამერიკულ ბიზნესთან უკან იხევს. „ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავისა და პოზიციების გამწვავების შემდეგ, ახლა ხელისუფლებამ რიტორიკა შეცვალა და აცხადებს, რომ მზად არის, საწვავის მომპოვებელ უმსხვილეს კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალება მისცეს. ეკონომიკის მინისტრის შეცვლილ პოზიციას კი წინ უძღოდა ამერიკის ელჩის შეხვედრა ნათია თურნავასთან და კახი კალაძესთან, როგორც ენერგეტიკის ყოფილ მინისტრთან.

სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობის უკან დახევა ოლიგარქის შიშს უკავშირდება, რომელიც მის წინააღმდეგ სანქციების დაკისრების მიმართ სულ უფრო რეალური ხდება. „ფრონტერასთან“ დაპირისპირება მოხვდა კონგრესმენების უმწვავეს წერილში. ამერიკული ბიზნესის შევიწროება და საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილება ის მთავარი პრობლემებია, რის გამოც კონგრესში ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დასაწესებლად ხელმოწერებს აგროვებენ. აქამდე „ფრონტერას“ მიმართვას ხელისუფლება იგნორირებით ხვდებოდა. 

რუსული ბიზნესს რომ სასათბურე პირობები ექმნება -ამაზე „ფრონტერა" დიდი ხანია საუბრობს. მათ სორის არის „როსნეფტი“ და „გაზპრომი“ - რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი ახლახან განაახლა. პარალელურად კი ამერიკულ კომპანიასთან  საარბიტრაჟო დავისთვის სახელმწიფომ რამდენიმე მილიონი დახარჯა. კომპანია „ფრონტერას“ წინა წერილიდან ირკვევა, რომ ხელისუფლების იურიდიულმა მრჩევლებმა ამ დავისთვის გასამრჯელოდ 30 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.


close დახურვა