logo
ENG



კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში წილის გასხვისების უფლება აღარ ექნება

11 ივლ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას კომპანიებში წილის გასხვისების უფლება არ ექნება  -შესაბამისი ცვლილება კანონპროექტში აისახება.

ბიზნესის წარმომადგენლები დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარესთან დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ. შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეც ესწრებოდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიცვლება დანიშნული მმართველის კომპანიაში მუშაობის ვადაც.

„ამოიღეს გასხვისების უფლება, მაგრამ დატოვეს დროებითი მმართველის შეყვანა. ეს არ მომწონს, კატასტროფაა. ძალიან ფართოა, როდის შეიძლება შეიყვანონ მმართველი და ეს უნდა დაზუსტდეს", - ამბობს ირაკლი რუხაძე.

შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი კომისია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა - განხილვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. არასამთავრობოები, კერძო სექტორი და მედიაორგანიზაციები აპროტესტებენ ცვლილებებს.


close დახურვა