ავიაკატასტროფა კონგოში. სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ გომაში, საცხოვრებელი სახლების თავზე ჩამოვარდა, შემდეგ კი ცეცხლი მოედო და აფეთქდა. ნანგრევებიდან მაშველებმა 24 ცხედარი იპოვეს, თუმცა შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
თვითმფრინავი ადგილობრივ კომპანიას - "ბიზი ბის" ეკუთვნოდა , ბორტზე კი ავიაკატასტროფისას 16 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იყო. ავარიის მიზეზი უცნობია. კონგოში დარეგისტრირებულ ავიაკომპანიებს უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობის გამო ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობა აკრძალული აქვთ.