logo
ENG



კონგრესმენებმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიებას ოფიციალური სახე მისცეს

01 ნოე 201919:55
3 წუთის საკითხავი
 
brdpp94jmizvfg7.png

კონგრესმენებმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიებას ოფიციალური სახე მისცეს. წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც პროცედურის წესებს განსაზღვრავს. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკელებმა. ტრამპის თანაპარტიელების განცხადებით, დემოკრატებს პრეზიდენტის  საარჩევნო ყუთთან დამარცხება არ შეუძლიათ.

იმსახურებს თუ არა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტს, შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეების გარდა ეს საკითხი განხილვის მთავარი თემა თავად მოსახლეობაშიც. სოციოლოგიური გამოკითხვები ერთმანეთის იდენტურია. ამერიკელების 49 პროცენტი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ემხრობა, ორი პროცენტით ნაკლები, 47 პროცენტის აზრით კი პრეზიდენტი პოსტზე უნდა დარჩეს. 

სოციოლოგიური გამოკითხვები შეერთებული შტატების მედია საშუალებებბმა წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილების შემდეგ ჩაატარეს. კონგრესის ქვედა პალატამ რეზოლუცია მიიღო და საიმპიჩმენტო გამოძიებას ოფიციალური სახე მისცა. დოკუმენტს, რომელიც გამოძიების წესებს განსაზღვრავს მხარი მხოლოდ დემოკრატებმა დაუჭირეს და მიზეზიც განმარტეს. 

რეზოლუცია ქმნის საფუძველს საჯარო მოსმენებისთვის. წარმომადგენელთა პალატამაც და ამერიკელმა ხალხმაც თავად უნდა ნახონ მტკიცებულებები. ამ რეზოლუციის მიღება აუცილებელი იყო, რომ ჩვენი კონსტიტუციური წყობა ხელშეუხებელი იყოს მომავალი თაობებისთვის. 

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ორმა დემოკრატმა არ მისცა, მათთან ერთად დოკუმენტს მხარი რესპუბლიკური პარტიის არცერთმა წევრმა არ დაუჭირა. თეთრმა სახლმა რეზოლუციას არაკონსტიტუციური უწოდა, პრეზიდენტის თანაპარტიელმა კონგრესმენებმა კი, ოპონენტი დემოკრატები უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.

 


close დახურვა