logo
ENG



კონსტანტინიდი: ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

16 ნოე 201912:50
3 წუთის საკითხავი
 
umw8a3bup16467b.jpg

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმი ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის ციხეშია, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უკვე მიმართა, პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო.

პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი. მედიკოსის დაკავებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ადამიანის უფლებათა ცენტრიც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმირ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს.

„შეშფოთებული ვართ ბოლო დროს გახშირებული პროვოკაციული ქმედებების გამო, მსგავსი ნაბიჯებით რუსეთი ვითარების დესტაბილიზაციას და ჰუმანიტარული თემების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს. ქართული მხარე მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პროცესების შეწყვეტისათვის და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ჩვენ უკვე მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ძალისხმევას არ ვიშურებთ რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს,“ - განაცხადა ვლადიმირ კონსტანტინიდმა.


close დახურვა