ახალი სატელევიზიო პროექტი „ფორმულას“ ეთერში - დღეიდან, ყოველ პარასკევს, საღამოს 11 საათზე, მაყურებელი ირაკლი ტაბლიაშვილის ანალიტიკურ გადაცემას იხილავს.
„კონტექსტი" პოლიტიკური თემატიკის ანალიზს წარმოგვიდგენს.
თოკ-შოუს ავტორის მიზანია, საქართველოში მიმდინარე პროცესები რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით, კონტექსტის გათვალისწინებით განიხილოს.
მრავალწლიანი გამოცდილების ჟურნალისტი და ანალიტიკოსი „ფორმულას“ გუნდს და სატელევიზიო ტოქ-შოუების ველს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.