logo
ENG



კონცერტი სახლიდან - კორონავირუსთნ საბრძოლველად შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიც ერთიანდებიან

30 მარ 202012:24
3 წუთის საკითხავი
clock 251

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებიც ერთიანდებიან. ტელეკომპანია "ფოქსის" ეთერში ელტონ ჯონის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი უჩვენეს. ცნობილი მუსიკოსები სიმღერებს საკუთარი სახლებიდან ასრულებდნენ.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ბილი ეილიშმა, ლედი გაგამ, მერაია ქერიმ, ალიშა ქისმა, ბექ სთრით ბოისმა, სემ სმიტმა და სხვა ვარსკვლავებმა. ერთ საათიანი შოუს დროს მომღერლები თაყვანისმცემლებს მოუწოდებდნენ, ხშირად დაიბანონ ხელები და დაიცვან სოციალური დისტანცია.

კონცერტიდან შესული საერთო თანხა უცნობია, თუმცა შოუს დაწყებიდან 10-თ წუთში შემოწირულობის ოდენობამ მილიონ დოლარს გადააჭარბა.  


close დახურვა