logo
ENG



კორონავირუსზე კრემლმა დეზინფორმაციის მექანიზმები მთელ მსოფლიოში აამოქმედა

09 აპრ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პირობებში კრემლმა დეზინფორმაციის მექანიზმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ძალებით და პანდემიის მიმართულებით აამოქმედა. კოვიდ 19-ის შესახებ მითები ახალ მასშტაბებს იძენს საქართველოშიც, თუ მანამდე პრორუსული და ანტიდასავლური გამოცემები და პლატფორმები ლუგარის ლაბორატორიას უტევდნენ, ახლა კონსპირაციის თეორიების სამიზნე მაღალი ხარისხის ინტერნეტია. 

კრემლის მიერ გავრცელებულ ყალბ ახალ ამბებთან საბრძოლველად ევროკავშირს სპეციალური ვებ-გვერდი აქვს. მონაცემთა ბაზაში დეზინფორმაციის გავრცელების 8000-ზე მეტი მაგალითია. კრემლი ყალბ ინფორმაციას 20-ზე მეტ ენაზე ავრცელებს. ყველაზე პოპულარულ ანტითეორიებს შორის, ამერიკის მიერ შექმნილი ხელოვნური ვირუსია. კიდევ ერთი მოსაზრება რომელიც აქტიურად ვრცელდება ისაა, რომ კოვიდ19-ს მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი იწვევს. კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის დიდი ნაწილი პირდაპირ ან ირიბად კრემლთანაა დაკავშირებული. 

„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ" არის ვებ-გვერდი, რომელიც კრემლის მიერ გავრცელებულ ყალბ ახალ ამბებთან საბრძოლველად შეიქმნა. მის მონაცემთა ბაზაში დეზინფორმაციის გავრცელების 8000-ზე მეტი მაგალითია. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, ბაზას დეზინფორმაციის 1000 ახალი შემთხვევა შეემატა. მათგან 20 პროცენტზე მეტის თემა - კორონავირუსია

კოვიდ19-ის გავრცელებას და მასთან ბრძოლას თან ახლავს მასიური „ინფოდემია" - ინფორმაციის ჭარბი რაოდენობა. ნაწილი შეესაბამა სიმართლეს, ნაწილიც არა. ეს ართულებს ადამიანებისთვის სარწმუნო წყაროების და რჩევების მოძებნას.


close დახურვა