საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულზე ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 7-ს შეადგენს. კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა. „ფორმულას“ ინფორმაციით გარდაცლილი 83 წლის მამაკაცი იყო და მას დიაბეტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 566 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 207 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5320 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 პაციენტი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა.