კოვიდის უმძიმესი შედეგი და გარდაცვლილი დედა-შვილი - 54 წლის ქალი ბათუმში გუშინ, მისი 31 წლის შვილი კი დღეს გარდაიცვალა. არცერთი მათგანი აცრილი არ იყო.
ბოლო 5 დღის განმავლობაში საგანგაშოა სტატისტიკა - 344 დაღუპული და გამოვლენილი 23 ათასზე მეტი შემთხვევა.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში 82 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას. მათ შორის რამდენიმე მძიმე, ერთი კი განსაკუთრებით მძიმე, თუმცა იმის გამო, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის, ჯერჯერობით პაციენტი ვერსად გადაჰყავთ.