logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია - ეზუგბაია

10 ივლ 202011:32
3 წუთის საკითხავი
clock 1124
ifuhoili4ekbj05.jpeg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე ინფიცირებულების წყაროს დადგენა მიმდინარეობს, რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, 3 პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინო სივრციდან არის. 

„დაგვემატა კვლავ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2 პაციენტია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 112 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი შემთხვევიდან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრციდან, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 973 შეადგინა.


close დახურვა