კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კარანტინში იმყოფება 5437 ადამიანი, სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 260, ხოლო გამოჯანმრთელებულია 23 პირი.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ კი ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან-06:00 საათამდე მოქმედებს საკომენდანტო საათიც.