logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა

22 აპრ 202019:10
3 წუთის საკითხავი
 
1yagetg39shv1nj.png

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აკეთებს.

„გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 105 პირს შეადგენსამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში - 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 ადამიანია. გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ს შეადგენს.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

17-დან - 27 აპრილამდე აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.


close დახურვა