კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე, stopcov.ge-ზე ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 418 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პაციენტი რჩება.