logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტიდან 3 საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფება

11 მარ 202011:22
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტიდან 3, საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გართულებებს ადგილი არ ჰქონია. 

ამავე, სამედიცინო ცენტრში ორი მოქალაქე გუშინ საჩხერიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა შემოიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, საჩხერის სასტუმროში კარანტინში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 38 ადამიანი.


close დახურვა