საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
24 საათში თბილისში 16 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში 8, იმერეთში 8, შიდა ქართლში 1, ქვემო ქართლში 3, ხოლო კახეთში 2 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსით სულ 853 ადამიანი გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 409 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში სულ 93 092 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 73 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა.