კორონავირუსით 68 ადამიანი გარდაიცვალა, ამასთან დადასტურდა 5 240 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 53 ათასზე მეტი ჩატარდა.
ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისსა (1872) და იმერეთში (1045).
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9,55% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10,25%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 748 751-ს. ვირუსს ჯამში 10 368 პირი ემსხვერპლა.