logo
ENG



კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ წესებს საკარანტინო ზონებშიც არ ემორჩილებიან

15 აპრ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

წესებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის დაწესებული ეკლესიის გარდა, როგორც ჩანს, მკაცრ საკარანტინო ზონებშიც არ ემორჩილებიან. კოვიდ19 - ით ინფიცირებული კაცი წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში წესების დარღვევით გადაადგილდებოდა და შესაძლოა, 10-ზე მეტი პირის დაინფიცირების წყარო გახდეს. 

უსაფრთხოების წესები წყალტუბოში, საკარანტინე ზონისთვის განკუთვნილი სამი სასტუმროდან ერთ-ერთში დაირღვა. აქ იზოლაციაში თურქეთიდან შემოყვანილი მგზავრები იმყოფებიან. წყალტუბოს ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მტკიცებით, დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს საკარანტინო პირობებს და ხელს ტურიზმის დეპარტამენტისკენ იშვერს.

წყალტუბოში საკარანტინე ზონისთვის განკუთვნილი 3 სასტუმროა. კომენტარი მხოლოდ ერთგან გააკეთეს. სასტუმროს ადმინისტრაცია დაავადების ცენტრისგან მოითხოვს დააკონკრეტონ რომელ საკარანტინე ზონაზე საუბრობენ. 

სასტუმროში სადაც უსაფრთხოების წესები დაირღვა, ფორმულას ინფორმაციით კოვიდ 19-ზე სინჯი უკვე აუღეს 10 მდე ადამიანს. სასტუმროში კარანტინი თურქეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვისაა მოწყობილი.

30 წლამდე მამაკაცის კონტაქტები დადგენილია. უახლოეს საათებში სინჯს ყველა იმ პირს აუღებენ, ვინც დაინფიცირებულმა მკაცრი კარანტინს პირობებში ნახა. თავად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წევს. 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში დადასტურებული დიაგნოზით 23 პაციენტი წევს, აქედან 3 ბავშვია. წყალტუბოს ერთი სასტუმროდან მაღალი ცხელებით დღის ბოლოს კლინიკაში 2 ადამიანი შეიყვანეს. 


close დახურვა