logo
ENG



კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა - მარინა ეზუგბაია

13 აპრ 202019:36
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კოვიდ 19 კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა - ჯამში საქართველოში უკვე 68 გამოჯანმრთელებულია.

„ახალი ინფიცირებულები არ გვყავს - დილით გამოვლენილი 14-ის გარდა ახალი არ გვაქვს. დაგვემატა ერთი გამოჯანმრთელებული და ქვეყნის მასშტაბით არის 68 უკვე. რაც შეეხება პაციენტებს - მათი მდგომაროება სტაბილურია, არ შეცვლილა დღის განმავლობაში, კიდევ ველოდებით 11 პაციენტზე ტესტირებას", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 266 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან გარდაცვლილია სამი პაციენტი.


close დახურვა