![xxuuntea7veo7yg.jpg](/uploads_script3/news/xxuuntea7veo7yg.jpg)
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა - ჯამში, ვირუსისგან 221 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ქვეყანაში 589-ს მიაღწია, აქედან ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.