logo
ENG



კორონავირუსის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესების უმრავლესობა გადაიდო

17 მარ 202009:03
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო შეზღუდვებს აწესებს. დღეიდან, პროცესების უმეტესობა გადაიდება და ტერიტორიაზე შეიზღუდება მედიასაშუალებების გადაადგილება. სასამართლო მხოლოდ იმ საქმეებზე იმსჯელებს, რომლებსაც განხილვის შემჭიდროებული ვადები  აქვს.

ამასთან,  შენობაში შესვლისას მოქალაქეებს  ტემპერატურას შეუმოწმებენ. სასამართლოში შეიზღუდება საჯარო ღონისძიებები, შეხვედრები, მივლინებები, თანამშრომლების ნაწილი კი დისტანციურ მუშაობაზე გადავა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 008 პირი.


close დახურვა