საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა - ჯამში, ქვეყანაში 33 ადამიანია ინფიცირებული. ინფორმაცია მთავრობის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ინფორმაციას ადასტურებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორიც. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფიცირებულებს შეხება ჰქონდათ მაღალი რისკის ქვეყნების მოქალაქეებთან.
„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკი პირები, მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ვინარჩუნებთ სიტუაციას, როცა არ დაფიქსირებულა მეოთხეული გადაცემა - ანუ ისე დაინფიცირება, რომ არ იცის ვისგან გადმოედო. შეიძლება ეს იყოს ქუჩაში, მარკეტში - ეს მდგომაროება უფრო სერიოზულია და სხვა ტაქტიკას მოითხოვს. საბედნიეროდ ეს არ არის ჯერ. იზოლაციაში იყვნენ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რომელი. მათ არ აქვთ კავშირი წინა ჯგუფებთან, ვისზეც აქამდე ვსაუბრობდით. მათ გარდა სამ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი, კიდევ აღებულია ცხრა ადამიანის მასალა. ერთი მათგანი არის ინფექციურში, დანარჩენი ორი სხვა მიმღებებთან", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა შიდა გადაცემის შედეგად დაფიქსირდა.