logo
ENG



კორონავირუსის გამო ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო

17 მარ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უეფა-მ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩემპიონატი, რომლის ფარგლებშიც მატჩები 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში უნდა გამართულიყო, 2021 წელს ჩატარდება.

დღესვე უეფა მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და წევრი ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.


close დახურვა