logo
ENG



კორონავირუსის გამო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საგანგებო რეჟიმზე გადადის

12 მარ 202016:44
3 წუთის საკითხავი
 
1drqj2z1fs118jn.png

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, ექსპერტიზის ბიურო 1 აპრილამდე წყვეტს ალკოჰოლის შემცველობის განსაზღვრის მიზნით ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ამონასუთქ ჰაერში.

რაც შეეხება სისხლის ანალიზის მეთოდით ალკოჰოლის შემცველობის განსაზღვრას, ბიურო ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. ასეთი კვლევისთვის ნიმუშის ასაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ კლინიკებს:

Ø  შპს. „აკად.ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი (ქ.თბილისი)

Ø  შპს „ჯეო ჰოსპიტალი“ გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი (ქ.გურჯაანი)

Ø  შპს „ჯეო ჰოსპიტალი“ დუშეთის სამედიცინო ცენტრი (დუშეთი)

Ø  სს. „ქ.რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“ (ქ.რუსთავი)

Ø  შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ მესტიის საავადმყოფო (მესტია)

Ø  შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ ხაშურის საავადმყოფო (ქ.ხაშური)

Ø  შპს „მედალფა“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი (ქ.ოზურგეთი)

Ø  შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ასპინძა (ქ.ასპინძა)

Ø  შპს „ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალ.ო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი“ (ქ. ქუთაისი)

Ø  შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ (ქ.ბათუმი)

Ø  სს  ქ. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „ რესპუბლიკა“ (ქ.ზუგდიდი)

Ø  შპს „არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხი (ქ.ლაგოდეხი)

Ø  შპს „არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღი (ქ.სიღნაღი)

Ø  შპს „არქიმედეს კლინიკა“ სენაკი (ქ.სენაკი)

Ø  სს-საჩხერის რაიონული საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანება (ქ.საჩხერე)

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ღონისძიებების ფარგლებში ბიუროს ნარკოლოგიური განყოფილებები მიმდინარე წლის 1 აპრილამდე წყვეტენ 24 საათიანი მომსახურებას და სამუშაო საათები განისაზღვრება სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი)  09.00 საათიდან -18.00 საათამდე.

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ბიუროს სერვისებთან დაკავშირებით ნებისმიერ კონსულტაციას ბიურო გაწევს დისტანციურ რეჟიმში“, - აცხადებენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.


close დახურვა