logo
ENG



კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალურია

10 მარ 202007:58
3 წუთის საკითხავი
 

ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალურია. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. გებრეიესუსის თქმით, ვირუსის მასშტაბურობის მიუხედავად ეს  ისტორიაში, პირველი პანდემია იქნება, რომლის კონტროლიც შესაძლებელია.

ბოლო ინფორმაციით, კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა კანადამ. ისრაელის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული ყველა ადამიანი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. ახალი კორონავირუსით 100-ზე მეტ ქვეყანაში 113 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 93% ოთხ ქვეყანაზე მოდის.


close დახურვა