logo
ENG



კორონავირუსის საგანგაშო სტატისტიკა

23 აგვ 202119:55
3 წუთის საკითხავი
 

ყოველი ათასი ადამიანიდან, რომელიც კოვიდით ავად გახდება, 10-13 დაიღუპება - ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის პროგნოზია.  დედაქალაქსა და აჭარაში საწოლები აღარ არის. პაციენტები რიგში უნდა ჩადგნენ და ადგილების გათავისუფლებას დაელოდონ.

მცირე რესურსი ჯერ კიდევ შემორჩა სხვა რეგიონებში, მაგრამ ნავარაუდევი საპროგნოზო მაჩვენებლებიდან გამომდინარე, იქაც მსგავსი სიტუაცია შეიქმნება. ხელისუფლება რეგიონებში სავალე ჰოსპიტლებს გახსნის, სადაც საშუალო სიმძიმის პაციენტებს მიიღებენ - ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში ავადმყოფებისთვის მაინც საავადმყოფოებში უნდა ეძებონ ადგილები.   


close დახურვა