საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%.
მათი ინფორმაციით, დღე-ღამეში 5 275 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 2 736 ანტიგენი, 2 539 - PCR.
ჯამში ქვეყანაში დადასტურებულია 268 502 შემთხვევა, საიდანაც 262 244 ადამიანი განიკურნა, 3 447 კი გარდაიცვალა.