logo
ENG



კორონავირუსის 1501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი

19 სექ 202110:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში სულ ჩატარდა 22 920 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12 141, PCR ტესტით - 10 779. შესაბამისად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%.

ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა - 101, იმერეთი - 226, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 70, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 181, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ქვეყანაში სულ ჩატარებულია  1 646 441  აცრა - ეს რიცხვი მოიცავს როგორც ორივე დოზით აცრილების მონაცემებს, ისე ერთჯერადად აცრილ მოქალაქეებს. 


close დახურვა