ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს. უკანასკნელ 24 საათში ვირუსისგან 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.
უკანასკნელ 24 საათში 9 197 ტესტი ჩატარდა, აქედან ანტიგენის სწრაფი ტესტით 6 208, ხოლო PCR ტესტით - 2 989.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 265 722 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, 258 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 363 გარდაიცვალა.