logo
ENG



კორონავირუსის 170 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,75%-ია

22 მარ 202110:43
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 170 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,75%-ია

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 170-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 396 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა, აქედან 2 993 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 3 192 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,75%-ია, ბოლო 14 დღის - 1,56%, ბოლო 7 დღის - 1,72%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 85 შემთხვევა;
  • აჭარა - 9;
  • იმერეთი - 22;
  • ქვემო ქართლი - 19;
  • შიდა ქართლი - 2;
  • გურია - 11;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 5;
  • კახეთი - 11;
  • მცხეთა-მთიანეთი - 5;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 3 545 აქტიური შემთხვევაა. 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -725, აჭარაში - 147, იმერეთში - 285. მძიმე პაციენტია 291 პირი, მათ შორის, თბილისში - 129, აჭარაში - 25, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 - თბილისში, 35 - აჭარაში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 204 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 15. თვითიზოლაციაში იმყოფება 6 401 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 156 პირი, აჭარაში - 583, იმერეთში - 935.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 277 650-ს შეადგენს. აქედან 270 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 710 გარდაიცვალა.


close დახურვა