საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 097-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 208 ადამიანი, 25 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით, 4 401 კი PCR-ით. წინა დღეებთან შედარებით ტესტების რაოდენობა შემცირებულია. მაგალითად, 26 დეკემბრის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 14 421 ტესტი იყო ჩატარებული, 25 დეკემბერს - 13 655, 24 დეკემბერს - 13 699.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 484 შემთხვევა;
- აჭარა - 81;
- იმერეთი - 185;
- ქვემო ქართლი - 84;
- შიდა ქართლი - 63;
- გურია - 26;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61;
- კახეთი - 61;
- მცხეთა-მთიანეთი - 30;
- სამცხე-ჯავახეთი - 17;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 655 აქტიური შემთხვევაა. 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 613, აჭარაში - 541, იმერეთში - 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი, მათ შორის, თბილისში - 505, აჭარაში - 106, იმერეთში - 214. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 84, იმერეთში - 67. 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 523 - თბილისში, 620 - აჭარაში, 100 - იმერეთში. 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 187, აჭარაში - 135, ხოლო იმერეთში - 13. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 713 პირი, აჭარაში - 3 451, იმერეთში - 4 858.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 221 605-ს შეადგენს. აქედან 203 547 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 377 გარდაიცვალა.