logo
ENG



კორონავირუსის 228 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

05 აპრ 202110:43
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 228 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 228-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 425 ადამიანი, 11 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 211 კვლევა, აქედან 5 090 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 121 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2.48%-ია, ბოლო 14 დღის - 1.85%, ბოლო 7 დღის - 2.1%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 111 შემთხვევა;
  • აჭარა - 16;
  • იმერეთი - 19;
  • ქვემო ქართლი - 5;
  • შიდა ქართლი - 17;
  • გურია - 20;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20;
  • კახეთი - 5;
  • მცხეთა-მთიანეთი - 6;
  • სამცხე-ჯავახეთი - 4;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5 189 აქტიური შემთხვევაა. 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 879, აჭარაში - 293, იმერეთში - 303. მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში - 165, აჭარაში - 45, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 218 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 128 - თბილისში, 85 - აჭარაში.  3 095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 219 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 10. თვითიზოლაციაში იმყოფება 9 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 125 პირი, აჭარაში - 1 226, იმერეთში - 1 012.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 284 061-ს შეადგენს. აქედან 275 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 822 გარდაიცვალა.

 

close დახურვა