logo
ENG



კორონავირუსის 2533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 ადამიანი

11 სექ 202110:47
3 წუთის საკითხავი
 

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,37%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 383 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 987 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 396 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 177, იმერეთი - 422, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 150, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 244, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 579 031-ს. დღემდე ვირუსს ჯამში 8 146 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 34 538.


close დახურვა