logo
ENG



კორონავირუსის 352 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

28 ივნ 202111:20
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 352 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 808 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 074 კვლევა, აქედან 6 102 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 972 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 604 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 254 737 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,5%-ია, ბოლო 14 დღის - 2,47%, ბოლო 7 დღის - 2,34%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 225 შემთხვევა;
  • აჭარა - 21;
  • იმერეთი - 23;
  • ქვემო ქართლი - 20;
  • შიდა ქართლი - 13;
  • გურია - 2;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23;
  • კახეთი - 11;
  • მცხეთა-მთიანეთი - 3;
  • სამცხე-ჯავახეთი - 11;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.​

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 107 აქტიური შემთხვევაა. 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 466, აჭარაში - 154, იმერეთში - 287. მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 41, იმერეთში -127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164  პირი, მათგან თბილისში - 109, აჭარაში - 9, იმერეთში - 11. 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 232- აჭარაში.  4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 7 241 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 413, პირი, აჭარაში - 571, იმერეთში - 1 058.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874 -ს. აქედან 350 466  გამოჯანმრთელდა, 5 275 კი გარდაიცვალა.

 

close დახურვა