logo
ENG



კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 14 ადამიანი, ჩატარდა 13 573 ტესტი

07 თებ 202110:28
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 404-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 799 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 573 კვლევა, აქედან 7 252 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6 321 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,95%-ია, ბოლო 14 დღის - 3,87%, ბოლო 7 დღის - 3,64%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი 188 შემთხვევა;
  • აჭარა - 7;
  • იმერეთი - 73;
  • ქვემო ქართლი - 10;
  • შიდა ქართლი - 30;
  • გურია - 26;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26;
  • კახეთი - 33;
  • მცხეთა-მთიანეთი - 1;
  • სამცხე-ჯავახეთი - 7;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5 101 აქტიური შემთხვევაა. 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 020, აჭარაში - 179, იმერეთში - 463. მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის, თბილისში - 215, აჭარაში - 44, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138 პირი, მათგან თბილისში - 95, აჭარაში- 5, იმერეთში - 18. 294 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 116 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 577 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, ხოლო აჭარაში - 144. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 099 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 277 პირი, აჭარაში - 788, იმერეთში - 1 545.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 262 024-ს შეადგენს. აქედან 253 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 283 გარდაიცვალა.


close დახურვა