logo
ENG



კორონავირუსის 544 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,98%-ია

10 თებ 202110:55
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 544 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,98%-ია

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 544-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 469 ადამიანი, კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა, აქედან 11 615 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6 629 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,98%-ია, ბოლო 14 დღის - 3,64%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 226 შემთხვევა;
  • აჭარა - 29;
  • იმერეთი - 78;
  • ქვემო ქართლი - 23;
  • შიდა ქართლი - 43;
  • გურია - 26;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57;
  • კახეთი - 38;
  • მცხეთა-მთიანეთი - 6;
  • სამცხე-ჯავახეთი - 13;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4 879 აქტიური შემთხვევაა. 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 953, აჭარაში - 171, იმერეთში - 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის, თბილისში - 198, აჭარაში - 49, იმერეთში - 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში- 6, იმერეთში - 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 - თბილისში, 152 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 110. თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 539 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 410.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 263 601-ს შეადგენს. აქედან 255 385  ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 311  გარდაიცვალა.

 


close დახურვა