საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 583-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 671 ადამიანი, 19 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16605 კვლევა, აქედან 9917 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6688 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,51%-ია, ბოლო 14 დღის - 4,41%, ბოლო 7 დღის - 3,79%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 243 შემთხვევა;
- აჭარა - 34;
- იმერეთი - 98;
- ქვემო ქართლი - 46;
- შიდა ქართლი - 31;
- გურია - 10;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58;
- კახეთი - 48;
- მცხეთა-მთიანეთი - 2;
- სამცხე-ჯავახეთი - 9;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5 466 აქტიური შემთხვევაა. 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 109, აჭარაში - 184, იმერეთში - 463. მძიმე პაციენტია 529 პირი, მათ შორის, თბილისში - 231, აჭარაში - 45, იმერეთში - 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 848 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 200, ხოლო აჭარაში - 126. თვითიზოლაციაში იმყოფება 14 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 132 პირი, აჭარაში - 759, იმერეთში - 1 541.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 260480-ს შეადგენს. აქედან 251748 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3240 გარდაიცვალა.