საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 688-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 788 ადამიანი, 13 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15792 კვლევა, აქედან 9579 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6213 PCR-ით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 259 897-ს შეადგენს. აქედან 251077 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 221 გარდაიცვალა.